მიხეილ ყაველაშვილი - პოზიციაში, რომელიც საქართველოს აქვს, ბევრ ქვეყანას უნდა იყოს, ამიტომაც არის, რომ გვაქებენ და სერბეთს უნდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა - რაც შეეხება მაკრონს, ევრობიუროკრატიას, ვხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან

ვხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან. ეს პროცესები გარდაუვალი იყო. არ დაწყნარებულა სიტუაცია. მაკრონის განცხადებაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი. ეძებენ გზებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი , - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, სამშვიდობო პოლიტიკა არ იყო მხოლოდ მარტო სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა, რა გამოწვევები შეიძლება დამდგარიყო.

„რაც შეეხება მაკრონს, ევრობიუროკრატიას, ვხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან. ეს პროცესები გარდაუვალი იყო. არ დაწყნარებულა სიტუაცია. მაკრონის ეს განცხადებაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი. ეძებენ გზებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი და ა.შ. კიდევ უფრო მეტ ესკალაციაში რომ არ შევიდეს და ევროპის სხვა ქალაქებში არ გადმოვიდეს. ძალიან ბევრი აზრია სხვადასხვა ლიდერის მხრიდან. სპეკულაციებსაც დიდი ადგილი უჭირავს. ამიტომ ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არამარტო დაკვირვების თვალსაზრისით, არამედ ვიცით რა გვინდა. სამშვიდობო პოლიტიკა ეს არ იყო მხოლოდ მარტო ერთი სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა, რა გამოწვევები შეიძლება დამდგარიყო. ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს. ის პროცესი, რომელიც დღეს გრძელდება და ის პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, ბევრ ქვეყანას უნდა, რომ იმავე პოზიციაში იყოს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ გვაქებენ და სერბეთს უნდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე, ყაველაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ შეცვალეს რიტორიკა უცხოელმა აქტორებმა უკრაინასთან მიმართებაში.

ყაველაშვილმა უცხოელი პარტნიორების საუბარი და ქმედებები ორმაგ სტანდარტად შეაფასა და თქვა, რომ ერთია, რასაც ისინი საჯაროდ ამბობენ, მეორე, "რას ითხოვენ კულუარულად".

„ეს განცხადებები გასაკვირი არ არის ჩვენთვის - მხედველობაში მაქვს საქართველოს ხელისუფლება და ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ენდობოდნენ, გვერდში დაუდგნენ გამოწვევების შემდეგ, რა გამოწვევებიც იყო. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი და ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად. ჩვენთან მიმართებაშიც, ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ინფორმაციები გამოგვეტანა კულუარულად და ჩვენი საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, თუ რას ითხოვდნენ ჩვენგან. ანალოგიური მოთხოვნილება იყო უკრაინასთან მიმართებაშიც.

თქვენ გახსოვთ პირველი ეტაპი, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებასთან ახლოს იყო მისული ეს ყველაფერი და დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, არახამია იყო, ვინც გათქვა საიდუმლო საუბარი, რომ ჯონსონი იყო ჩასული უკრაინაში და მან კატეგორიულად მოსთხოვა მათ, რომ არაფრის დიდებით არ დათანხმებოდნენ ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას და შემდეგ გავიგეთ ეს ყველაფერი. ანალოგიური დამოკიდებულებით ხდება ყველაფერი.

ერთია, საჯაროდ რას საუბრობენ ისინი და მეორეა, რას ახორციელებენ და რას ითხოვენ კულუარულად. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამოიტანა და ამაზე პირდაპირ დაიწყო საუბარი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა