აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.

მარშის მარშრუტი უცნობია და მსვლელობის ორგანიზატორები მიმართულებას სპონტანურად ადგენენ.

მსვლელობის დაწყების წინ მარშის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ საპროტესტო მსვლელობა ოპოზიციონერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ეძღვნება, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა და ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

"საქართველო ადექი, აჯანყდი", "ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა