სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე კაია კალასის პასუხს აქვეყნებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პასუხს აქვეყნებს.

კაია კალასის წერილში, რომელიც 15 დეკემბრით თარიღდება, ნათქვამია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები სრულად არიან ინფორმირებულნი იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

„4 ნოემბერს გამოქვეყნებულმა ევროკომისიის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოზე დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ და რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია”, - აღინიშნება წერილში.

კაია კალასი წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, ხოლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება შეჩერდა.

„მიმდინარეობს განხილვები შესაძლო სანქციებზე იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”, - ნათქვამია წერილში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართ. წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროპული მომავლისკენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა