ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რამდენიმე მოქალაქე მივიდა ბანერებით

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რამდენიმე მოქალაქე მივიდა ბანერებით: „ხელისუფლებავ! სახლი სუნთქვაა და არა ფუფუნება! სოლიდარობა შშმ პირებს და მათ დედებს“; „შშმ პირთა დედები მოვითხოვთ და ვიცავთ შვილებს და ჩვენს უფლებებს - ხელისუფლებავ, ნუ იმალებით, მხარში დაგვიდექით“.

აღნიშნული პირები აცხადებდნენ, რომ ისინი უსახლკაროები არიან.

მოქალაქეების აქცია-პერფორმანს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უსახლკაროთა დასახმარებლად განსაკუთრებული მხარდაჭერაა.

„ჩვენი მხრიდან უსახლკარო ადამიანების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერაა. უსახლკარო ადამიანები ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტია, ასობით უსახლკარო ადამიანი არის დაბინავებული. გილოცავთ ახალ წელს და განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს უსახლკაროებს“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს