მიხეილ სააკაშვილი - „ქოცებმა“ დამნიშნეს ციხის „მაყურებლად“ და N1 პოლიტპატიმრად - ციხეზე მოდგმულია ცემენტის ქარხანა და მთელი კანცეროგენური მტვერი გვეყრება - თმები, რომლებიც მოწამვლის შემდეგ ძლივს ამომივიდა, ხელახლა დამცვივდა და როგორც გავიგე, იგივე დაემართა მურთაზ ზოდელავასაც

„ქოცებმა“ დამნიშნეს ციხის „მაყურებლად“ და N1 პოლიტპატიმრად... ციხეზე მოდგმულია ცემენტის ქარხანა, რომელზეც ფილტრები არ აყენია და მთელი კანცეროგენური მტვერი გვეყრება ჩვენ და რუსთავის მოსახლეობას. თმები, რომლებიც მოწამვლის შემდეგ ძლივს ამომივიდა, ხელახლა დამცვივდა და როგორც გავიგე, იგივე დაემართა მურთაზ ზოდელავასაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებზე წერს. მისი თქმით, ის დღეში ერთხელ, სასეირნოდ ჩაჰყავთ, იქიდან კი, „მთლიანად ცემენტის ნარჩენებში ამოგანგლული“ ამოჰყავთ.

„ქოცებმა“ დამნიშნეს ციხის „მაყურებლად“ და N1 პოლიტპატიმრად. საიდან ვიცი? ნუ, თუნდაც, იქიდან, რომ ყოველ ჯერზე მათავსებენ ყველაზე შორეულ საკანში, ყველაზე მაღალ სართულზე, დერეფნის სულ ბოლოში. საგანგებოდ ისეა მოწყობილი, რომ მზე არცერთი მხრიდან არ უდგებოდეს.

აქედან ყველაზე ბევრი სავალია ექიმამდე, ადვოკატამდე და შხაპამდე. აქ ყველაზე ბოლოს აღწევს საკვები და მაღაზიის შეკვეთები. აქ ვარ იმიტომაც, რომ ყველაზე ბოლოს ჩემს გაშვებას აპირებენ და ვინიცობაა ვინმემ განიზრახა ჩემი განთავისუფლება, უფრო ძნელად მომწვდება. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ციხეზე მოდგმულია ცემენტის ქარხანა, რომელზეც არ აყენია ფილტრები და მთელი კანცეროგენური მტვერი გვეყრება ჩვენ და რუსთავის მოსახლეობას. თმები, რომლებიც მოწამვლის შემდეგ ძლივს ამომივიდა, ხელახლა დამცვივდა და როგორც გავიგე, იგივე დაემართა მურთაზ ზოდელავასაც.

"სასეირნოდ" რომ ჩავყავართ, დღეში ერთხელ, ისეთ ვოლიერში, რომლებშიც ცუდ ზოოპარკში ლომები და ვეფხვები რომ ჰყავთ დამწყვდეული, იქიდან ამოვდივარ მთლიანად ცემენტის ნარჩენებში ამოგანგლული.

რაც შეეხება იმ „ქოცებს“, რომლებზეც ყვარყვარე გამწყრალია, ისინი იმყოფებიან ქვედა სართულებზე დერეფნის დასაწყისში. ამიტომ, როგორც „მაყურებელი“, ვაპირებ აქ „პალაჟენიის“ დაყენებას, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ“, - წერს სააკაშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება