დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მან [მაკრონმა] თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მაკრონთან დიალოგის მზადყოფნა მანაც გამოთქვა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან - გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ - აღნიშნა მაკრონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის