მარკ რუტე - მიზეზი იმისა, რომ ომი დღემდე გრძელდება, პუტინია

მიზეზი იმისა, რომ ომი დღემდე გრძელდება, ვლადიმერ პუტინია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არის ასე რთული უკრაინაში ომის დასრულება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „მიზეზი პუტინია“.

„ის მზად არის, რომ თავისი ხალხიდან 1.1 მილიონი ადამიანი გაწიროს. წელს მას ძალიან მცირე წინსვლა ჰქონდა. ტერიტორიების მინიმალური ნაწილი დაიკავა. წლის დასაწყისთან შედარებით უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები დაიკავა. ჩვენი შეფასებით რუსეთის მხრიდან 1.1 მილიონი ადამიანი დაღუპულია ან დაჭრილია. ეს საშინელებაა“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ასევე, მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების მიზანი იმის უზრუნვეყოფაა, რომ უკრაინაზე თავდასხმა არასდროს მოხდეს.

„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთ თავდასხმას მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ამისთვის სამი დონე არსებობს. პირველი - უკრაინის შეიარაღებული ძალები. მათ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის დაცვა უნდა შეეძლოთ. მეორე დონე - „მსურველთა კოალიცია“. კოალიცია მომავალში ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ პუტინმა ეს აღარ გაბედოს. მესამე დონე - ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ჩვენ ამ სამი ელემენტის გასაერთიანებლად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე