ლინდსი გრემი - თუ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, თამაშის წესები უნდა შევცვალოთ, მათ შორის უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებით

ამერიკელი სენატორი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ლინდსი გრემი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, აშშ-მა უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გადასცეს რუსეთში არსებულ დრონებისა და რაკეტების მწარმოებელ ქარხნებზე დასარტყმელად.

„ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობას, ვცდილობთ პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ და მან ყველა ჩვენი მცდელობა უარყო. თუ ის ამჯერადაც „არას“ იტყვის, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგს გააკეთებს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რუსეთს ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადებს 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს სანქცირებული რუსული ნავთობის გადამზიდ გემებს, როგორც ეს ვენესუელაში ხდება. თუ პუტინი „არას“ იტყვის, ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაშის წესები, მათ შორის Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებით, რათა მან შეძლოს რუსეთში რაკეტებისა და დრონების ქარხნებზე დარტყმა“, - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სურს იხილოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც შეუძლებელს გახდის რუსეთის მესამე შეჭრას უკრაინაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი