მიხეილ ყაველაშვილი - თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს

დღევანდელი, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის.

„ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი.

ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო აძლიერებს და აღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს სხვა სახელმწიფოებთან.

„რა თქმა უნდა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე სახელმწიფოებთან, რომლებთან თანამშრომლობაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა და როლი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ