მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო.

„პარალელურად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა. ამავდროულად, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია, საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ დიპლომატებზეა დამოკიდებული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაცული და სწორად წარმოჩენილი იყოს ქვეყნის იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ღირებულებები.

„ამ პროცესში, მით უფრო ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი როლი, რადგან სწორედ თქვენზე, ქართველ დიპლომატებზეა დამოკიდებული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაცული და სწორად წარმოჩენილი იყოს ჩვენი ქვეყნის იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ღირებულებები, რითაც ასე ვამაყობთ და რაზეც დგას კიდეც ჩვენი ქვეყანა.

თქვენ დიპლომატიურ საქმიანობაზე გაცილებით უფრო დიდი და საპატიო მისია გაკისრიათ - ესაა პასუხისმგებლობა ქვეყნის ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. გახსოვდეთ, რომ წარმოადგენთ ქვეყანას და ხალხს, რომელიც არასდროს ნებდება! იყავით თავდაჯერებულები, პრინციპულები და, რაც მთავარია, ერთიანები, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ გაისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, ხმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკიცედ და ერთგულად იცავს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა