ირაკლი კობახიძე - სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე

სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალოდ, 9,8 პროცენტი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ეკონომიკურ დიპლომატიას ენიჭება და ამ კუთხითაც, მიმდინარე წელს დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა გამორჩეული იყო.

„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 9,8% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჩვენ წელსაც შევძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა და ამისთვისაც მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის