დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ლუიზიანას გუბერნატორს ჯეფ ლენდრის გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ნიშნავს.

„ჯეფის ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მტკიცედ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენი მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ჯეფ ლენდრიმ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ სპეციალურ წარმომადგენლად მისი დანიშვნა ლუიზიანას გუბერნატორის პოსტზე არ იმოქმედებს.

ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს. ამის მოტივად მან უსაფრთხოების მიზეზები და კუნძულის მინერალური რესურსებით დაინტერესება დაასახელა. წლის დასაწყისში ჯეფ ლენდრი ამ იდეა მიესალმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე