რატი იონათამიშვილი - ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ

საინტერესოა, რომ ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ და როგორ ხდება ამ ჩანაწერების შესრულება, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი შესაძლოა დაკარგოს.

მისი თქმით, შანტაჟის ფონზე იკვეთება ის ღრმა კრიზისი, რაც ევრობიუროკრატებს აქვთ.

„ობიექტური შეფასებით, საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი და ყველა ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. საინტერესოა, რომ ევრობიუროკრატებმა ასოცირების შეთანხმება თაროზე შემოდეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა წერია იქ და როგორ ხდება ამ ჩანაწერების შესრულება. ვიზალიბერალიზაციის საკითხს ისინი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ, რაც საბოლოო ჯამში ვნებს და ფარდას ხდის ევრობიუროკრატების რეალურ მიზნებსა და ამოცანებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში უარყოფითი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. მთელ ამ პროცესში და შანტაჟის ფონზე გამოიკვეთა ის ღრმა კრიზისი, რაც ევრობიუროკრატებს აქვთ”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის". ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე