“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

კაკაბაძეებისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ განცხადებას "ჯივიპი" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 22 დეკემბერს საღამოს 17:00-საათიდან 23 დეკემბრის დილის 11:00 საათამდე, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების კვეთიდან მთაწმინდისა და კაკაბაძეების ქუჩების კვეთამდე ჩასატარებელი სამუშაოების გამო, ავტო ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე სრულად შეიზღუდება.

“22 დეკემბერს, კაკაბაძეებისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანებული მონაკვეთი გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, შესაბამისად აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია საგზაო მოძრაობის სრულად შეზღუდვა მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების კვეთიდან მთაწმინდისა და კაკაბაძეების ქუჩების კვეთამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ აღდგენითი სამუშაოების წარმოება აუცილებელია სპეციალური მძიმე ტექნიკის საშუალებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 22 დეკემბერს საღამოს 17:00-საათიდან 23 დეკემბრის დილის 11:00 საათამდე ავტო ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის”, - ნათქვამია ჯივიპის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის