საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

„თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.

თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.

ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მან ამოწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო საიას წესდების შესაბამისად, აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. საია მადლობას უხდის ნონა ქურდოვანიძეს გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული ღირსეული შრომისათვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა