„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თინათინ ბოლოკაძე - ზურაბ ჯაფარიძის დაჭერას ჯერ არ ითხოვენ, თუმცა მისცემენ ვადას, როცა უნდა დაფაროს კონკრეტული თანხა - გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი ნებისმიერი აქტივობა შეიძლება ციხით დასრულდეს

მას შემდეგ, რაც ცხრა საერთაშორისო სტრუქტურას მივმართეთ, ბუნებრივი იყო, რომ “ქართული ოცნების” გამოხმაურება ამაზე იქნებოდა და საღამოს უკვე ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძეს შეატყობინეს, რომ დღეს აქვს სასამართლო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა, თინათინ ბოლოკაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს კონტროლის მექანიზმი და ნებისმიერი ადამიანის ბრძოლა, შესაძლოა, მისი პატიმრობით დასრულდეს.

“ზურა ჯაფარიძემ რომ ახლა დატოვა საპატიმრო, ზუსტად იმას ნიშნავდა, “ცოტა ხნით იგემე თავისუფლების გემო და თუ ისევ ბრძოლას გააგრძელებ, მე მაქვს კონტროლის მექანიზმი და როცა მინდა, მაშინ გაგაჩუმებ და ციხეში ამოგაყოფინებ თავს”.

“ქართულ ოცნებას” არ აწყობს, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ქიმიურ იარაღზე. ისინი უამრავ ფულს ხარჯავენ პროპაგანდისტულ მედიებში, რომ ეს თემა უბრალოდ გააქრონ პოლიტიკური სივრციდან იმიტომ, რომ ეშინიათ. შესაბამისად, დღევანდელი ამბავი, მას შემდეგ, რაც ცხრა საერთაშორისო სტრუქტურას მივმართეთ, ბუნებრივი იყო, რომ “ქართული ოცნების” გამოხმაურება ამაზე იქნებოდა და საღამოს უკვე ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძეს შეატყობინეს, რომ დღეს აქვს სასამართლო. ჯერ დაჭერას არ ითხოვენ, თუმცა მას მისცემენ 30-დღიან ვადას, რა ვადაშიც უნდა დაფაროს რაღაც კონკრეტული რაოდენობის თანხა.

მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, როდესაც ეს ბრძოლა დავიწყეთ, პოლიტიკური პარტიის სოციალური მედიის მენეჯერებსაც კი გააზრებული ჰქონდათ, რომ უბრალოდ რაღაცის დაპოსტვისთვის ისინიც კი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ “ქართული ოცნების” სამიზნეები. ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა შეიძლება ციხით დასრულდეს და მეტიც - ციხის რომანტიზება არ მინდა, თუმცა ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ყველა პატრიოტი ადამიანი, ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და საკუთარი მომავლისთვის იბრძვის, ახლა ციხეშია.

ორი არჩევანია - ან ვჩერდებით და ვამბობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გვაჯობა ყველაფერში, ეს კი ნიშნავს, რომ რამდენიმე წელში ქვეყანას უბრალოდ ვკარგავთ ან მაინც ბოლო წუთამდე ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ. მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაც და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაც ამ გზით უნდა იყოს მიმართული, რომ ერთი ადამიანიც თუ არის დარჩენილი, რომელიც აპროტესტებს და იბრძვის, მაშინაც კი არის შანსი, რომ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივყავდეთ”, - განაცხადა თინათინ ბოლოკაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს