ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა - დანიელ და გრენლანდიელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ - არქტიკის უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება

დანიელ და გრენლანდიელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ , - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„არქტიკის უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მხრივ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას ვცდილობთ. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია. აღნიშნული პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა.

ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“, - დაწერა ლენდრიმ X-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე