ლევან ცუცქირიძე - ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და სტრატეგია და ვისთანაც შევთანხმდებით, ვიმუშავებთ, თუ არა, ვიტყვით, რომ მათ განსხვავებულ პოზიციებს პატივს ვცემთ, ღმერთმა გაუმარჯოს იმ გზაზე

ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი სტრატეგია და ვისთანაც შევთანხმდებით, იმ ადამიანებთან ვიმუშავებთ. ხანდახან არის, რომ რაღაც კომპონენტებზე ვთანხმდებით, რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ეგ სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციური პარტიების ერთიანობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, მცდარია მოსაზრება, თითქოს პარტიები ერთმანეთთან ლაპარაკს ვერ ახერხებენ, რადგან, მისივე განცხადებით, პარტიები ერთმანეთთან საუბრობენ, უბრალოდ ისინი ყველა საკითხზე ვერ თანხმდებიან.

„არასწორია, თითქოს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ლაპარაკს ვერ ახერხებენ. ერთმანეთთან ლაპარაკის ვერ მოხერხება ძალიან განსხვავდება იმისგან, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ყველაფერზე ვერ თანხმდებიან. ერთმანეთთან ლაპარაკს ვახერხებთ ყველა, მაგრამ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უფრო უადვილდებათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა საკითხზე და არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან განსხვავებულად ხედავენ, მიდგომები აქვთ სხვა, ფილოსოფია აქვთ სხვა და ა.შ. მაგალითად, მე არ მგონია, რომ ულტრა-კონსერვატიულ, ფუნდამენტალისტურ, ნახევრად ფაშისტურ ორგანიზაციებთან რაიმე საერთოს კეთება მოვახერხო, მაგრამ ის, რომ რაღაც ვკითხო ან იმან მკითხოს და მე ვუპასუხო და ერთმანეთთან ლაპარაკი მოვახერხოთ, ეგეც კი შესაძლებელია ამ ხალხთანაც, არათუ სხვა პარტიებთან, ამიტომ, ჩემი აზრით, სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმაზე და კონკრეტულ სტრატეგიაზე შეთანხმებას, ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია და ამ გეგმას თუ დაემთხვევა სხვა პოლიტიკური პარტიების შეხედულებები, ამ პოლიტიკურ პარტიებთან ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ. თუ არ დაემთხვევა, ვიტყვით, რომ ჩვენ მათ განსხვავებულ პოზიციებს პატივს ვცემთ, ვიცით და გვესმის, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და თუ კი ეს საერთო მიზანს ემსახურება, უბრალოდ ის ხალხი სხვანაირად თვლის, რომ ამ წერტილთან სხვანაირად უნდა მივიდეს, ღმერთმა გაუმარჯოს იმ გზაზე, იქნებ მე ვცდები და ისინი არიან მართლები. ასე ვუყურებთ ჩვენ, „თავისუფლების მოედანი“.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი სტრატეგია და ვისთანაც შევთანხმდებით, იმ ადამიანებთან ვიმუშავებთ. ხანდახან არის, რომ რაღაც კომპონენტებზე ვთანხმდებით, რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ეგ სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის