კაია კალასი - ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია - ველით, რომ ყველა პარტნიორი მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა - აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობას ვუცხადებთ. ველით, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და გაერო-ს ქარტიითა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთაშორისო ვალდებულებებს დაიცავს“, - წერს კალასი X-ზე.

კაია კალასის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას შტატის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნას მოჰყვა.

მანამდე, დანიელი და გრენლანდიელი ხალხის მხარდასაჭერი განცხადება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ გაავრცელეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე