გერმანიის თავდაცვის მინისტრი - მოსკოვიდან არ მოდის სიგნალები, რომ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებულია

პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ამერიკელების, ევროპელებისა და უკრაინელების ძალისხმევის მიუხედავად, მოსკოვიდან არ მოდის სიგნალები, რომ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებულია“, - განაცხადა პისტორიუსმა.

ასევე, მისი თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის არ სჯერა.

„მსგავსი სცენარის არ მჯერა. ჩემი აზრით, პუტინს ნატო-ს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომის დაწყების განზრახვა არ აქვს. მას ალიანსის შიგნიდან განადგურება სურს. მისი ერთიანობის ეჭვქვეშ დაყენებითა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე ალიანსის რეაგირების გამოცდით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა