იგორ კოჩიევი - სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება - ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები

სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ყოველ შეხვედრაზე განიხილება.

„მსგავსი საკითხების მოგვარება ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები“, - აღნიშნა კოჩიევმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი დადებითი მოვლენა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნაა, რომელიც საგუშაგოს გახსნის ინიციატორია.

კოჩიევმა აღნიშნა, რომ გახარიას წინააღმდეგ ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი საგუშაგოს გახსნით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა წარმოადგენს.

ასევე, მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი ამ საკითხზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს“.

„ჩვენთვის ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გასვლის ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა კოჩიევმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს