კახა კალაძე - დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით - ის რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თავი მოვიწონოთ გაზრდილი ბიუჯეტით, ვიმსჯელოთ განვითარების პერსპექტივებზე, ეს არის პირდაპირი პასუხი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კურსზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

კალაძის თქმით, „თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა“.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი დგება ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, სრული შემართებით, 24-საათიანი შრომის მზაობით ვხვდებით 2026 წელს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველა იმ პროექტს თუ სამუშაოს, რომლის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო.

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გესაუბროთ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რამაც თითოეული თბილისელის ცხოვრება უნდა გახდეს კიდევ უფრო კომფორტული და ღირსეული.

მეგობრებო, ის რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თავი მოვიწონოთ გაზრდილი ბიუჯეტით, ვიმსჯელოთ განვითარების პერსპექტივებზე, ეს არის პირდაპირი პასუხი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კურსზე. იქ სადაც არის მშვიდობა, სადაც მთავარი და უმთავრესი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებია, არის განვითარება, ქალაქებზე ზრუნვა და წინსვლა.

მშვიდობიან პოლიტიკას მოაქვს მოსახლეობის ნდობა, ნდობა კი არის ფუნდამენტი, რომელზეც შენდება სახელმწიფო. საბოლოდ ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე აისახება - შეუფერხებელი სერვისები, უსაფრთხო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი ინვესტიციები, მზარდი ბიზნესსექტორი ნიშნავს მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ხმამაღლა საუბარი ე.წ მეგობრების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე, რომლის მიზანიც იყო საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში და სანქციებზე მიერთება. ჩვენ ვთქვით უარი საქართველოს განადგურებაზე და დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დიახ, ეს იყო საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გადაქცეულიყო თბილისის ცენტრალური ქუჩები არეულობის და ბრძოლის პოლიგონად, განადგურებულიყო ქვეყნის ეკონომიკა, შემცირებულიყო ტურიზმი, გაჩერებულიყო ბიზნესი, ჩამოშლილიყო სახელმწიფო ( საჯარო მოხელეების ბოიკოტის და სამუშაო პროცესის შეჩერების ფონზე). დღეს გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობა, კიდევ უფრო გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გაზრდილი ტურიზმი, სტაბილური ბიზნესგარემო და დღეს აქ, თბილისის საკრებულოში უნდა დავამტკიცოთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - გაზრდილი ბიუჯეტი.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე - თბილისის ბიუჯეტზე, რომელიც არ არის უბრალოდ ციფრები. ეს არის გეგმა, როგორ ვხედავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს, მის მომავალს.

აქვე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა. თბილისი არ ეკუთვნის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, თბილისი არის ყველას ქალაქი. უფრო მეტიც, თბილისი არა მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ქალაქია, არამედ საქართველოს გულია, მისი დედაქალაქი და მის ბედზე თანაბრადაა პასუხისმგებელი ყველა.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს. ეს არის საერთო მიზნებზე დაფუძნებული დოკუმენტი. შესაბამისად, მე იმედი მაქვს დღეს გვექნება საქმიანი, თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული დისკუსია“,- განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია