შალვა პაპუაშვილი - 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან, ამავე დროს, უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სისტემა ყველაზე დიდი ბოროტებაა.

„ასე რომ, სწორედ ეს აფერა ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა. მე სხვა დროსაც ვთქვი და გავიმეორებ – ე.წ. ენჯეო სისტემა, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ „ენჯეო“ სისტემა. ჩვეულებრივად, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ. ჩართული იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა