შალვა პაპუაშვილი - ძალიან მძიმეა გააზრება, რომ სინამდვილეში როგორც ჩანს, არც არავინ აპირებდა უკრაინის, საქართველოს ნატოში მიღებას - ნატოს ღია კარის პოლიტიკა აღმოჩნდა ცრუ იმედების მიცემა

ძალიან მძიმეა გააზრება, რომ სინამდვილეში როგორც ჩანს, არც არავინ აპირებდა უკრაინის, საქართველოს ნატოში მიღებას - ნატოს ღია კარის პოლიტიკა აღმოჩნდა ცრუ იმედების მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ალიანსის წევრი ყოფილიყო.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, თუკი ნატოს უნდა, ერთ თვეში იღებენ წევრებს როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო, თუმცა „როგორც ჩანს ეს სურვილი ჩვენს მიმართ სერიოზული არ იყო“.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ნაგულისხმევი როგორც ღია კარი პოლიტიკა. ეს ღია კარის პოლიტიკა, როგორც ჩანს, არის მხოლოდ გარკვეული ცრუ იმედების მიცემა მთელი ხალხებისთვის. ვნახეთ ბორის ჯონსონის ბოლო განცხადება, როდესაც საუბრობს არც არავინ გეგმავდა ოდესმე უკრაინის ნატოში მიღებასო. მათ შორის, ზელენსკიმაც თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ ბაიდენმაც მას რამდენჯერმე უთხრა, რომ არავინ აპირებდა უკრაინის ნატოში მიღებას. ამის მოსმენა, გააზრება ძალიან მძიმეა, რომ სინამდვილეში როგორც ჩანს, არც არავინ აპირებდა უკრაინის, საქართველოს ნატოში მიღებას. საერთო ჯამში, ეს ერთ კონტექსტშია თუკი ბუქარესტის სამიტს გავიხსენებთ.

ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ ნატოსთვის გვეჩვენებინა ჩვენი სერიოზული დამოკიდებულება ალიანსის წევრობის მიმართ. ამის საპირწონედ ჩვენ გვესმოდა მუდმივი მიზეზების და საბაბის მოძებნა, რატომ არ გვიღებდნენ ნატოში, მაშინ როდესაც საქართველო ყველანაირად აკმაყოფილებდა ნატოს წევრობის კრიტერიუმებს, როგორც სამხედრო თავსებადობით, ისე ინსტიტუციური განვითარებით. თუკი ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს ეს სურვილი ჩვენს მიმართ სერიოზული არ იყო.

არაფერს ვიტყვი 2008 წლის ომზე. ნაცვლად იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე თამამი გადაწყვეტილება მიეღოთ და წევრობა შემოეთავაზებინათ, მიიღეს ნახევარ-გადაწყვეტილება. ერთი მხრივ თქვეს, რომ აუცილებლად გახდებოდა საქართველო ნატოს წევრი. ამით ჩვენ პირდაპირ გვაქციეს სამიზნე და წითელ ნაჭრად და შემდეგ არც არაფერი მოყვა ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შემდეგ სხვადასხვა მოვლენა გამოიწვია საქართველოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე