„საქსტატი“ - 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ ლარი შეადგინა

2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (53.1 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.3 პროცენტი), იმერეთი (7.7 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.1 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.5 პროცენტი).

თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი).

აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5 პროცენტი).

იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1 პროცენტი) და განათლებას (9.8 პროცენტი).

ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა