ემანუელ მაკრონი - გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის, დანია კი ამის გარანტია

გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის, დანია კი ამის გარანტია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ივნისში გრენლანდიაში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ დანიისა და გრენლანდიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევია.

„სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ევროპელების განცხადებებს ვუერთდები“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რამაც დანიისა და გრენლანდიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. დანიისა და გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამაც გამოხატეს.

ამასთან, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს