სალომე ზურაბიშვილი - რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ივანიშვილის მარჯვენა ხელი დააკავეს

ტერორი საქართველოში, რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბ. ივანიშვილის მარჯვენა ხელი, დღეს დილით დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება ასევე მიმდინარეობს ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

„ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიების ქვეშაა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხეში არიან. მმართველობა შიშით, რუსული გზით! - წერს ზურაბიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა