თაზო დათუნაშვილი ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე - პოლიტიკური ლიდერების მიმართ ციხეში გაშვების მუდმივი მუქარა პოლიტიკური დევნაა

რაც შეეხება პოლიტიკური დილემის ხელოვნურად შექმნას გირაოს გადახდა-არ გადახდაზე, ეს რაღაც იაფფასიანი ბავშვური თამაშია, რომელზეც საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პოლიტიკურია დევნაა, როცა პოლიტიკური ლიდერების მიმართ ციხეში გაშვების მუდმივი მუქარაა.

„ეს პოლიტიკური კორდებალეტი, რაც პროკურატურამ და სასამართლომ მოაწყო, პირდაპირ იმის დადასტურებაა, რომ სრულად ინსტრუმენტალიზებულია ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების და უზურპატორების მიერ სამართლებრივი სისტემის აბსოლუტურად ყველა რგოლი. პოლიტიკური აქტივობის გაცოცხლებისთანავე, ზურაბ ჯაფარიძეს დამატებითი შეზღუდვა დაადეს. პოლიტიკური დევნა სხვა არაფერია, პოლიტიკური დევნაა პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმა და მუდმივი მუქარა ამ ციხისა, მუდმივი მდგომარეობა, რომ ციხეში შეიძლება ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდეს, თუ პოლიტიკურად ვიაქტიურებთ. თავისუფლების მოყვარე ერებში ეს სისტემა ხომ არ მუშაობს, ბრძოლა ბოლომდეა, ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი. დარწმუნებული ვარ, ზურაც ასევე უყურებს თავის ბრძოლას. რაც შეეხება პოლიტიკური დილემის ხელოვნურად შექმნას გირაოს გადახდა-არ გადახდაზე, ეს რაღაც იაფფასიანი ბავშვური თამაშია, რომელზეც საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს, არასერიოზულია და დამცინავია ჩვენი საზოგადოებისთვის, ვილაპარაკო იმაზე, ციხეს უნდა აერიდოს პოლიტიკოსი, თუ არ უნდა აერიდოს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა. ჯაფარიძეს გირაოს გადასახდელად 30 დღე აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა