ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთმა რუსეთთან გაზის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, მისმა ქვეყანამ გაზის მიწოდების მარტის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია.

მისი თქმით, სერბეთს ექნება როგორც ელექტროენერგია, ასევე საკმარისი გაზი მომავალი ზამთრის სეზონისთვის.

„შევთანხმდით, რომ გაზის მიწოდება კიდევ სამი თვით, 31 მარტამდე გავაგრძელოთ, რათა ხალხმა მშვიდად ძილი შეძლოს“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

მისი თქმით, „გაზპრომის“ წარმომადგენლები აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი Naftna Industrija Srbije (NIS) წილის გაყიდვას, სხვა კომპანიებთან ერთად, უნგრეთის ეროვნულ კომპანია MOL-თანაც განიხილავენ.

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.

„უნგრელები ჩვენი მეგობრები არიან. უბრალოდ უნდა დავასრულოთ რაც შეიძლება სწრაფად, 15 იანვრამდე“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

სერბეთის უდიდესი ნავთობკომპანია NIS-ი ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-ის სანქციების ქვეშა იმყოფება. ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსულმა კომპანიებმა უარი თქვან NIS-ში თავიანთ წილზე, რომელიც ამჟამად 56.2%-ს შეადგენს. სანქციების გამო, ბელგრადის მახლობლად, პანჩევოში, NIS-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიხურა. ამ ფონზე, სერბეთის ხელისუფლება უკვე განიხილავს NIS-ზე, როგორც ნავთობის ძირითად მიმწოდებელზე, უარის თქმას, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის