შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, 2025 წლის ელჩების კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო სესიის ფორმატში, საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო სესია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.

შალვა პაპუაშვილმა ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში, ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელებაში, ასევე, საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში საპარლამენტო დელეგაციებისთვის გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.

შალვა პაპუაშვილი ელჩებს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე ესაუბრა. მან მიმოიხილა კანონები და კანონებში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება ინსტიტუციურ საკითხებს, დემოკრატიის დაცვის მექანიზმებს, პარლამენტის რეგლამენტს, ახალ საარჩევნო კოდექსს, შრომითი მიგრაციის საკითხებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი რეაგირებს მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე და იღებს კანონებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

სესიის მეორე ნაწილი საპარლამენტო დიპლომატიას დაეთმო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დიპლომატიის ორმხრივ და მრავალმხრივ ასპექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე.

სამუშაო სესიის ფარგლებში აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.

სამუშაო სესიის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩების შეკითხვებს უპასუხა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე