ლევან ხაბეიშვილი - მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი ლილუაშვილს, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი - ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე, მართალი ვყოფილვარ

მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) „ქოლ-ცენტრების" მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც მან საპატიმროდან ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა.

ხაბეიშვილი თავის გზავნილში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება აქვს წარმოებული და გამოქვეყნებული.

„მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე, მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც „ქოლ-ცენტრი" იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ“, - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის გზავნილში, რომელიც ადვოკატზე დაყრდნობით „ფორმულამ“ გაავრცელა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა