84 წლის ასაკში თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, მოცეკვავე ინგა თევზაძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკში თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ინგა თევზაძე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი - ქალბატონი ინგა თევზაძე.

ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს - ქართულ ნაციონალურ ბალეტს. ნათელში იყოს მისი სული“, - ნათქვამია „სუხიშვილების“ განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა