„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიგა ფარულავა სუს-ის უფროსს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ფარულავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს.

კერძოდ, პარტია სუს-ის უფროსისგან მოითხოვს ინფორმაციას, რომელიც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 22 დეკემბერს გამართულ შეხვედრას შეეხება.

„ბატონო მამუკა, მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გაიმართა 2025 წლის ბოლო შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა მედიასთან საჯარო კომუნიკაციისას განაცხადა შემდეგი: „ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნის საკითხი კვლავ ერთ-ერთ საკვანძო თემად რჩება სამხრეთ ოსეთისთვის. მსგავსი საკითხების მოგვარება ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები. ჩვენთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და მისი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაყვანისა“. ერთ-ერთ დადებით მომენტად მან დაასახელა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

  1. გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საგუშაგოს მოხსნასთან დაკავშირებით.
  1. გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის დადებით არგუმენტად გამოყენებაზე.
  1. გთხოვთ მომაწოდოთ ახსნა-განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რატომ არ ხდება საქართველოს მოქალაქეების, თუნდაც, ზოგადი ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია მიმართვაში.
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს