დიმიტრი პესკოვი - აშშ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებს კარგად იცნობს

აშშ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებს კარგად იცნობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის პოზიციის ყველა ძირითადი პარამეტრი აშშ-ში ჩვენი კოლეგებისთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა მაიამიში გამართული შეხვედრების შესახებ ვლადიმერ პუტინს დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

„ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ შემდგომი პოზიცია სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ და უახლოეს მომავალში კონტაქტები გავაგრძელოთ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა