ევროკომისია - აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად ვგმობთ - აშშ-ის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ

აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად ვგმობთ - აშშ-ის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომისია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.

„ევროკომისია ხუთი ევროპელი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიულ სამყაროში აშშ-სთან გაზიარებულ საერთო დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია აცხადებს, რომ „ევროკავშირი ღია წესებზე დაფუძნებულ ერთიან ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის დარეგულირების სუვერენული უფლება აქვს“.

„ჩვენი ციფრული წესები ყველა კომპანიისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა