კახა კალაძე - ბაღებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერებზე კითხვის ნიშანი არ გვქონია, რადგან რასაც ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად, თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით

მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 ათასამდე თანამშრომელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, ძალიან მარტივია. აბსოლუტურად ყველა პირი, ყველა დამნაშავე, აგებს პასუხს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძესთან დაკავშირებით, რომელსაც, პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ჩატარებულ ტენდერებთან მიმართებით, მერიას კითხვის ნიშნები არ ჰქონია, ვინაიდან, ყველაფერი სწორად იმართებოდა, თუმცა, ამის უკან რა ხდებოდა და რა იყო არასწორად, ამის შესახებ მას და მის თანამშრომლებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„თუ აქვს დანაშაული ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამშრომელს უწყებაში მომუშავეს, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. რაც შეეხება ჩატარებულ ტენდერებს, რაც იყო ბაღებთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად. თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და რაღაცები არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით. დედაქალაქის მერს, დედაქალაქის მერის მოადგილეს, რომ გაიაზროთ, არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო ქმედებები აწარმოოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რომ გამოევლინა აუდიტის სამსახურს [დარღვევა], რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიეცემოდა ამას შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. გეუბნებით, რომ იმის უკან, თუკი რაიმე არსებობს, მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერც ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ექნება, თუკი რაიმე არსებობს იმის უკან. პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები არის იმისთვის, რომ აწარმოონ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში