აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გრანტით განსაზღვრული 10,431,459.90 აშშ დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონელს მიიღებს.

„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №o238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10,431,459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება”, - წერია განკარგულებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა