პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს, რათა არასრულწლოვანებმა უკეთ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში.

“შეხვედრის ფარგლებში, პროკურატურის გამომძიებლებმა სკოლის მოსწავლეებს პირადი მონაცემების დაცვისა და კიბერდანაშაულის საფრთხეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ისაუბრეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ ფორმებზე და ამ მიმართულებით ყურადღება გაამახვილეს იმაზე თუ რა ითვლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად, რა მექანიზმები არსებობს პირადი სივრცის დასაცავად და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო მსგავს დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით.

შეხვედრების მიზანს მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენდა, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვანების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან მასალების გავრცელების ფაქტები, რასაც მძიმე შედეგები ახლავს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს, რათა არასრულწლოვანებმა უკეთ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის