მარკ რუტემ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს

შევხვდი მარკ რუტეს, რათა განმეხილა უკრაინაში არსებული სიტუაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოს პროგრესი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„იანვრიდან პარიზში ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, რათა უკრაინა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით, რაც აუცილებელი პირობაა მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - წერს მაკრონი.

მისი განცხადებით, უკრაინას შეუძლია საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.

„რუსეთის აგრესიის პარალელურად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და აგრძელებს მდგრადობის დემონსტრირებას. მას შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, როგორც ახლა, ასევე მომავალში“, - წერს მაკრონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა