მეთიუ უიტაკერი - შესაძლოა, უკრაინაში ომი მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს

შესაძლოა, უკრაინაში ომი მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

„თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ეს მომდევნო 90 დღის განმავლობაში მოხდება. ვფიქრობ, საკამათო საკითხების უმეტესობა მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ახლა ახლოს ვართ ისე, როგორც არასდროს. თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ“, - განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სწორი მიდგომა აქვს, რადგან მას მკვლელობების დასრულება სურს.

„ეს უაზრობაა, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება. სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას ვერავინ ახერხებს. მკვლელობები და ნგრევა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა