14 ქვეყანა დასავლეთ სანაპიროზე 19 ახალი დასახლების მშენებლობის შესახებ ისრაელის გეგმას გმობს

თოთხმეტმა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და გერმანიამ, დაგმეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 19 ახალი დასახლების მშენებლობის საკითხის დამტკიცება.

„მოვუწოდებთ ისრაელს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც დასახლებების გაფართოება. ასეთი ცალმხრივი ქმედებები, როგორც დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების პოლიტიკის უფრო ფართო ინტენსიფიკაცია, არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სამართალს, არამედ არასტაბილურობის გაღვივების რისკსაც ქმნის“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ასევე ბელგია, დანია, საფრანგეთი, იტალია, ისლანდია, ირლანდია, იაპონია, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია და ესპანეთი.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები თვლიან, რომ აღნიშნული ქმედებები ღაზას სექტორთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი გეგმის განხორციელების ჩაშლის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივებისთვის ზიანის მიყენების რისკს ქმნიან.

„ვიმეორებთ ჩვენს მკაფიო წინააღმდეგობას ანექსიის ნებისმიერი ფორმისა და დასახლებების პოლიტიკის გაფართოების მიმართ, მათ შორის E1 დასახლებისა და ათასობით ახალი საცხოვრებელი ერთეულის დამტკიცების მიმართ. მოვუწოდებთ ისრაელს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ასევე დასახლებების გაფართოება გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2334 რეზოლუციის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე