სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის პრაქტიკული ფაზა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი

ტრამპის მარშრუტის პროექტის (TRIPP) განხორციელების პრაქტიკული ფაზა, მშენებლობის დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ - სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company სომხეთში დარეგისტრირდება და მიენიჭება უფლებამოსილება განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზა, გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე თვეში ასევე განაცხადა, რომ პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) - სატრანსპორტო ქსელის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა