ლევან მახაშვილი - გვჯერა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები აუცილებელი იყო სუვერენიტეტის და წესრიგის დასაცავად - რა კომპონენტშიც ჩათვლის სახალხო დამცველი, რომ შეიძლება დარღვევა იყოს, გაასაჩივროს - ჩვენ სამართლებრივ არგუმენტებს წარვადგენთ

რა კომპონენტშიც ჩათვლის სახალხო დამცველი, რომ შეიძლება იყოს დარღვევა, კი ბატონო, გაასაჩივროს - სადაც პარლამენტი იქნება მოპასუხე, ჩვენ ჩავერთვებით პროცესში და საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივ არგუმენტებს წარვადგენთ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ აპირებს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილ რიგ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" სჯერა, რომ ეს არის ის კანონმდებლობა, რაც აუცილებელი იყო საქართველოში სუვერენიტეტის და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

„მე გამიჭირდება პასუხის გაცემა, რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ახლა, ამ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის წარმოადგენს საკონსტიტუციო ორგანოს, საქართველოს ომბუდსმენს, ამიტომ მას აქვს ამის სამართლებრივი უფლება. სადაც და რა კომპონენტშიც ჩათვლის თავისი გადმოსახედიდან, რომ შეიძლება იყოს დარღვევა, კი ბატონო, გაასაჩივროს. ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ ეს არის სწორი გზა. თუკი ვინმე თვლის, რომ ესა თუ ის კანონი არ შეესაბამება კანონმდებლობას, ამის გამო დამხობა კი არ უნდა მოაწყონ და პარლამენტი კი არ უნდა დაწვან, უნდა მიმართონ სამართლებრივ გზას. ამ ნაწილში ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა. სადაც პარლამენტი იქნება მოპასუხე, ჩვენ ჩავერთვებით პროცესში და სამართლებრივ არგუმენტებს წარვადგენთ. დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ის კანონმდებლობა, რაც აუცილებელი იყო საქართველოში სუვერენიტეტის და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. დანარჩენს ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წარადგენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც გასაჩივრდება პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილი რიგი ცვლილებები.

როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სარჩელის წარდგენა წელს სავარაუდოდ, ვერ მოესწრება, ხოლო, თუ მოესწრება, წელსვე წარადგენენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს