ურსულა ფონ დერ ლაიენი - მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, დიდ მადლიერებას უცხადებს ყველას, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს სხვებზე ზრუნვაში ატარებს, საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და სახლებში.

„თქვენ განასახიერებთ იმ ღირებულებებს, რომლებსაც შობა წარმოადგენს: სოლიდარობას და თანაგრძნობას. განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებზე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი საბოლოოდ მოიტანს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას და უსაფრთხო, აყვავებულ მომავალს ჩვენს კავშირში“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს