STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება - „საქართველოს ბანკი“, განათლების მთავარი მხარდამჭერი

„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა სულ მალე დაიწყება. ხოლო იმისთვის, რომ 2025-2026 წლის ოლიმპიადის მონაწილეებმა უკეთ გაართვან თავი ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს, მოსწავლეებთან წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები იმართება.

კონსულტაციის ფარგლებში:

  • მოსწავლეები გაეცნობიან ოლიმპიადის ამოცანების სტრუქტურას;
  • შეისწავლიან ამოხსნის მეთოდებს;
  • გაიგებენ, როგორ გამოიყენონ ლოგიკა და ანალიტიკური აზროვნება ამოცანების ეფექტურად ამოსახსნელად.

კონსულტაციებს ჩაატარებენ კომაროვის ფიზიკის და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელები.

პირველი საკონსულტაციო შეხვედრები 27 დეკემბერს ფიზიკაში, 28 დეკემბერს კი მათემატიკაში გაიმართება.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

ოლიმპიადა სამ ტურად იმართება: ონლაინ ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. ტესტირების შედეგად ონლაინ ტურში მონაწილე სკოლების 50% გადადის პირველ ტურში. პირველი ტური უკვე ფიზიკურ ფორმატში ტარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში ასპარეზობენ.

ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე.

ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები უძღვებიან.

„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

„საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა