Reuters - პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე, პოლონურმა გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს, ვიზუალურად ამოიცნეს და პასუხისმგებლობის ზონიდან გაიყვანეს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცის საზღვრებთან ახლოს დაფრინავდა“, - აცხადებს პოლონეთის შეიარაღებული ძალები.

ამასთან, პოლონეთის არმიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბუშტები შეფრინდა.

„დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ეს, სავარაუდოდ, კონტრაბანდული საჰაერო ბუშტები იყო“, - ნათქვამია არმიის განცხადებაში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ბუშტების დაფიქსირების გამო, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პოდლასის სავოევოდოს საჰაერო სივრცის ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დროებით დაიხურა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის