ანდრეი სიბიგა - რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი დაბომბვა შობის ღამესაც არ შეწყვიტა - მსოფლიომ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაზარდოს

მსოფლიომ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი დაბომბვა შობის ღამესაც არ შეწყვიტა“, - წერს სიბიგა X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ასევე, რუსეთის თავდასხმებს მსხვერპლი ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებშიც მოჰყვა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მეტად ოდესა ზარალდება. რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს არანაირ სამხედრო მიზანს არ წარმოადგენს და მხოლოდ რუსეთის განზრახვაა, დახოცოს ადამიანები, იმის გამო, რომ ისინი უკრაინელები არიან. მსგავსი ქმედებები გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციის II(გ) მუხლის ქვეშ ხვდება. მსოფლიოს მოქმედებისკენ, აგრესორზე ზეწოლის გაზრდისკენ და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოვუწოდებთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს