თაზო დათუნაშვილი - ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა - „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები

ზურა ჯაფარიძესთან მქონდა გვქონდა - „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები და ხშირად წინა ხაზზე, რომ გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, კოლეგებმა უნდა გადააფასონ ის არასწორი ნაბიჯები, რომელიც გადადგეს ამ პროცესებში ,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთან აპირებენ საუბარს.

„ზურა ჯაფარიძესთან გვქონდა საუბარი. ეს საუბარი იყო არაფორმალური, მეგობრული. ჩვენ არამეგობრებსაც დაველაპარაკებით ოპოზიციაშიც და ოპოზიციის გარეთ. „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები და ხშირად ხშირად წინა ხაზზე, რომ გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ ის არასწორი ნაბიჯები, რომელიც გადადგეს ამ პროცესებში. მგონი, კოლეგებმა უნდა გაიაზრონ ის შეცდომები, რომელიც დაუშვეს ამ პროცესში. საუბრით, ყველასთან ვაპირებთ საუბარს“,- აღნიშნავს თაზო დათუნაშვილი.

ამასთან ის გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ აპირებს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილ რიგ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, „თუ ასე გააგრძელებს იოსელიანი უახლოეს დღეებში და აზრზე მოვა, იწამებს ახალი წლის სასწაულს“.

„არ შემიძლია არ დავეთანხმო იოსელიანს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ნამუსის გამოღვიძება და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის გამოღვიძება მაშინ, რომელიც მეგონა რომ მკვდარი იყო მისი დანიშვნის დღიდან დღემდე, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში მთელი რიგი კანონი იქნა მიღებული, რომელიც ადგენს ფუნდამენტურ კანონს, კონსტიტუციას. იოსელიანის რეაქცია მყისიერი უნდა ყოფილიყო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუ ასე გააგრძელებს იოსელიანი უახლოეს დღეებში, აზრზე მოვა, ვიწამებ ახალი წლის სასწაულისას“, -აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წარადგენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც გასაჩივრდება პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილი რიგი ცვლილებები.

როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სარჩელის წარდგენა წელს სავარაუდოდ, ვერ მოესწრება, ხოლო, თუ მოესწრება, წელსვე წარადგენენ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს