ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე - გეთანხმებით, რთულია მარტომ ჩაიდინო ასეთი დანაშაული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი - მთავარია, ახლა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ არ დავუშვათ კორუფცია

გეთანხმებით, რომ რთულია მარტომ ჩაიდინო ასეთი დანაშაული - გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„გამოძიებას სჭირდება თავისი დრო, გამოძიება წარიმართა, გამოძიებამ დადო პირველადი შედეგები და გამოძიება გაგრძელდება. ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება,“ -განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ადევს ლილუაშვილის საქმეს „გრიფით საიდუმლო“, პრემიერი პასუხობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, უწყებებს უნდა ჰკითხოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

კორუფციულ დანაშაულზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ მთავარია, ხელისუფლება ახლა არის კონცენტრირებული იმაზე, რომ კორუფცია დღეს და ხვალ არ დაუშვას.

„რაღაც მომენტში გაჩნდა პრობლემა. არ შევალ დეტალებში. ამის გამო, 2023 წლის დეკემბერში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას. იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ მიგვეღწია კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს არის ის ისტორია, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს. ჩვენ მთავარია, ახლა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ არ დავუშვათ კორუფცია დღეს და ხვალ. ესაა მთავარი ამოცანა. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ წარსულში იყო რაღაც საუბრები, მინდა მოგიწოდოთ, დღეს და ხვალ თუ რამეს აღმოაჩენთ, ეგრევე აიმაღლეთ ხმა და მოგვმართეთ ჩვენ და გაგცემთ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დღეს და ხვალ, რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ყველაზე გაგცემთ პასუხს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში