ირაკლი კობახიძე კახა გვანცელაძის საქმეზე - მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ფაქტთან - როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერთეთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეიძლება, კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, მაგალითად, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, მაგრამ შეიძლება მე არ მცოდნოდა ამასთან დაკავშირებით. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერთეთ. კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერთეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. იგივე მიდგომით უნდა იმუშაოს ყველა სახელმწიფო უწყებამ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, კახა გვანცელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილი საქმეზე, ერთ-ერთ ეპიზოდში ფიგურირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები